11 X 11
სპორტული პორტალი

პირლო ბარსელონას არ უფრთხის

0

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ “ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე მაღალი შეფასება მისცა მეტოქე გუნდს, ლეო მესი კვლავ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად რჩება და მას დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთო. არ დამალა, რომ დაცვაში პრობლემების გამო, ოთხივე ჯანმრთელ უკანახაზელს დააყენებს და ძირითად აქცენტს ნახევარდაცვაზე გააკეთებს, მოედნის ცენტრი არ უნდა დაუთმონ მოწინააღმდეგეს და ეს მათ წარმატებას მოუტანს. პირლომ პრეს-კონფერენციის დროს არ იცოდა კრიშტიანო რონალდოს ბოლო კორონატესტის პასუხი და მხოლოდ ის თქვა, რომ მასი მიღების შემდეგ გადაწყვეტენ თუ როგორ მოიქცევიან. ისე, რონალდომ ცალკე ივარჯიშა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო