11 X 11
სპორტული პორტალი

ქალთა ნაკრები. საქართველო 1:2 ისრაელი

0

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრაში ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით – 1:2 დასრულდა.

​ანგარიში სწრაფი გოლით გაიხსნა, ისრაელის ნაკრები მე-10 წუთზე კორალ ჰაზანმა დააწინაურა. სტუმრებმა უპირატესობის გაზრდა მეორე ტაიმში მოახერხეს, 61-ე წუთზე თათია გაბუნიას კარი რაჰელ შტაინშნაიდერმა აიღო. ჩვენმა გუნდმა სხვაობის შემცირება მალევე მოახერხა. 70-ე წუთზე შორეული საჯარიმო დარტყმით მეტოქეს თეონა ბაქრაძემ გაუტანა. გატანილი გოლი შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა, თუმცა 79-ე წუთზე მსაჯმა ნინო პასიკაშვილს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა. ლევან ბაჯელიძის გუნდმა დარჩენილ დროში ანგარიშის შეცვლა ვეღარ მოახერხა.

საქართველო 1:2 ისრაელი

თბილისი, მიხეილ მესხი

საქართველო: გაბუნია, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ჯოჯუა, ჭიჭინაძე, წყონია, ბაქრაძე, დანელია (46′ სულაშვილი), სუთიძე, თოდაძე

​სათადარიგო შემადგენლობა: გაბელაია, ნასყიდაშვილი, კახნიაშვილი, შენგელია, გურიელიძე, ძაძუა, ეპიტაშვილი, ბებია, მწყერაშვილი, მინაძე

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

ისრაელი: კერენი, ბეენი, პერლი, ნაკავი, დავიდი, ჰაზანი, ფალკონი, მიხაელი (87′ სელიმჰოძიჩი), კაცი, ავადი (79′ რაჰამიმი), შტაინშნაიდერი (88′ შარაბი)

​სათადარიგო შემადგენლობა: ფაინგეზიხტი, ალმასრი

​მთავარი მწვრთნელი: გაბრიელ ბურშტეინი

​მსაჯები: ლიუდმილა ტელბუხი (უკრაინა), სვიტლანა გრუშკო (უკრაინა), ოლეკსანდრა ვდოვინა (უკრაინა), კატერინა ზორა (უკრაინა)

​გაფრთხილება: 39′, 79′ პასიკაშვილი

გაძევება: 79′ პასიკაშვილი

​გოლები: 0:1 ჰაზანი (10), 0:2 შტაინშნაიდერი (61), 1:2 ბაქრაძე (70)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 26 ნოემბერს კვლავ საკუთარ მოედანზე მალტის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

GFF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო