11 X 11
სპორტული პორტალი

ზენიტი პოჩეტინოს 6.5 მილიონს პირდებოდა

0
რუსული მედია ამტკიცებს, რომ “ზენიტი” ახლა უმუშევარ არგენტინელ მწვრთნელს მაურისიო პოჩეტინოს წელიწადში 6.5 მილიონ ევროს ჰპირდებოდა, მაგრამ მისი პირადი აგენტისაგან უარი მიიღო. პოჩეტინოს მადრიდის “რეალი” უპირებს მიწვევას და მისი თავშეკავება სრულიად გასაგებია. თუმცა ფაბიო კაპელომ, რომელიც ერთ დროს რუსეთის ნაკრებს წვრთნიდა, თქვა, რომ პაჩეტინოს უარი გასაგებია, რადგან ფული იმდენად არ სჭირდება, რომ უცხო გარემოში წასულიყო, “რეალში” დანიშვნაზე კი რაულზე მეტი შანსები აქვს,ხოლო ცნობილმა რუსმა კომენტატორმა და ბლოგერმა ვასილი უტკინმა ჩვეულად გაიხუმრა, ჩამოსულიყო, თუნდაც ჩაესვარა რუსეთში, ეგ კარიერას სულაც არ გაუფუჭებდა და მერე ჩადგომოდა “რეალს” სათავეშიო. მაგალითად რობერტო მანჩინი მოიყვანა, რომელიც ახლა იტალიის ნაკრებს თავკაცობს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო