11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსამ იუვე დაჩაგრა, მანიუმ ლაიფციგი დაამცირა, დორტმუნდმა ზენიტი გატეხა და კიდევ სამი მატჩი

0
ჩემპიონთა ლიგა ეშხში შედის. მეორე ტურის ბოლო 6 მატჩი განსაკუთრებით  გამოირჩა დაძაბულობით, ლამაზი ბურთაობითა და ინტრიგული განვითარებებით.   ბრიუგე-ლაციო 1:1 გოლები: ხოაკინ კორეა, 14 (0:1); ვანაკენი, 42-პენ. (1:1). მსაჯი: ა.ტეილორი (ინგ). ბრიუგე ცდილობდა თავისი თამაში მოეხვია თავს და რომაელები საკუთარ ნახევარზე ჩაეკეტა, მაგრამ ბოლომდე ვერ გამოუვიდა, მით უფრო, რომ ადრევე გაუშვეს გოლი, თუმცა შესვენებამდე მაინც შეძლეს ანგარიშის გათანაბრება, რომელიც საფინალო სასტვენამდე არარ შეცვლილა.   დორტმუნდი-ზენიტი 2:0 გოლები: სანჩო, 77-პენ. ჰოლანდი, 90+1. მსაჯი: ბ. კუიპერსი (ნიდ). გერმანელები გამუდმებით უტევდნენ პეტერბურგელებს, მაგრამ ხან თვითონ ვერ ვარგობდნენ, ხანაც რუსთა მეკარე და მცველები ყოჩაღობდნენ, ზოგჯერ უმართლებდათ კიდეც. თუმცა, როდესაც მატჩი დასასრულისკენ გადაიხარა, რუსებმა არასაჭიროდ თამაშის წესი დაარვიეს საკუთარ საჯარიმოში და სანჩომ პენალტიდან გოლის გატანის შანსი ხელიდან არ გაუშვა, ხოლო მატჩის წამატებულ წუთებზე ჰოლანდმაც ტავისი გოლი გაიტანა.   ფერენცვაროში-დინამო (კ) 2:2 გოლები: ციგანკოვი, 28 (0:1); დე პენია, 41(0:2); ნგუენი, 59 (2:1); ბოლი, 90 (2:2). მსაჯი: კრუზლიაკი (სლოვაკ). პირველ ტაიმში დიდ სათამაშო უპირატესობას კიეველები ნამდვილად ვერ ფლობდნენ, მაგრამ ორი გოლით დაწინაურება კი მოახერხეს და ამ ფორით ძალიან გაუადვილდათ თამაშის წარმართვა, მაგრამ მატჩის მიწურულს კარში „ავტობუსის  ჩაყენება“ მოინდომეს და მწარედაც დაისაჯნენ –  უნგრელებმა ჯიბიდან ნაღდი სამი ქულიდან ორი ამოაცალეს.   იუვენტუსი-ბარსელონა 0:2 გოლები: დემბელე, 14; მესი, 90+1. გაძევება: დემირალი, 85 (ი). მსაჯი: დ. მაკელიე (ნიდ). მშვენიერი, თვალსასეირო ფეხბურთი კი შესთავაზეს გუნდებმა მაყურებელს, მაგრამ ორივე გუნდის მოქმედებაში ავანტურიზმი და დაულაგებლობა გამოსჭვივოდა. დემბელეს რიკოშეტით შეგდებული გოლის შემდეგ ბიანკონერიმ ორი ბურთი კი გაიტანა, მაგრამ ორივე თამაშგარედან. ანგარიშის გაზრდა „ბარსასაც შეეძლო, მაგრამ შეტევის დამამთავრებელ ფაზაში სცოდავდნენ. ანეკდოტური სიტუაცია შეიქმნა, როდესაც მეორე ტაიმის დასაწყისში მორატას მესამე გოლი ისევ ოფსაიდის გამო გაუუქმეს. რაც დრო გადიოდა, თამაში უფრო არაორგანიზებული ხდებოდა და აქ მესიმ გაილაღა, დრიბლინგითა და მახვილგონივრული პასებით გაამწარა მოწინააღმდეგე და შემდეგ ფატის წაქცევისთვის მის მიერ გატანილი პენალტი სავსებით გამოდიოდა ამ შეხვედრის ლოგიკიდან.   მანჩესტერი-ლაიფციგი 5:0 გოლები: გრინვუდი, 21; რაშფორდი, 76; 78; მარსიალი, 86; რაშფორდი, 90+2. მსაჯი: ვინჩიჩი (სლო). მანკუნიანელები თავდაჯერებულად გამოიყურებოდნენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პოგბას დიდებული რეიდის შემდეგ გრინვუდმა ტაიმის შუაწელს გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის ბოლოსკენ კი რაშფორდის სამ წუთში შესრულებულმა დუბლმა და შემდეგ მარსიალის გოლმა კითხვის ნიშანი აღარ დატოვა თუ ვინ იყო ძლიერი. რაშფორდმა მაინც არ მოისვენა და კომპენსირებულ დროში სულაც ჰეთ-ტრიკი შეასრულა.   სევილია-რენი 1:0 გოლი: ლ. დე იონგი, 56. მსაჯი: ს. ჩაქირი (თურ). ბევრი კი უტიეს ანდალუსიელებმა სტუმრებს, მაგრამ პირველ ტაიმში ხეირი მაინც ვერ ნახეს. აი, მეორეს დასაწყისში კი აკუნიას 40 მეტრიან დიაგონალურ პასს საჯარიმო ოედანში ლუკ დე იონგი შეყვა და ერთი შეხებით აუღებელი დაარტყა. დაწინაურების შემდეგ „სევილიას“ უპირატესობა არ დაუთმია, მაგრამ უფრო წინახედულად თამაშობდა, აღარ რისკავდა და სამი ქულაც ჩაიჯიბა.      
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო