11 X 11
სპორტული პორტალი

“ანჟეს” ფეხბურთელი საჯაროდ მასტურბაციისათვის დაიჭირეს

0

“ანჟეს” ფეხბურთელს ფარიდ ელ-მალალს ექსჰიბიციონისტური აქტებისათვის სასამართლომ წლინახევრით პირობითი პატიმრობა მიუსაჯა, ჯარიმად 2 ათასი ევრო, სასამართლო ხარჯების დაფარვა დააკისრა და დაავალდებულა ფსიქიატრთან გაიაროს კონსულტაცია.

ინციდენტები მარტსა და აპრილში მოხდა, როდესაც 23 წლის ფეხბურთელი პანდემიის გამო იზოლაციაში იმყოფებოდა. ის სამჯერ იქნა დაფიქსირებული, როდესაც ტანზე გახდილი ქალების თვალწინ, მათი ნების საწინააღმდეგოდ მასტურბირებდა. ბიჭი ფარიდი 4 მაისს დააკავეს, 8 ივნისს ბრალი აღიარა და სასამართლომდე გირაოთი გაანთავისუფლეს.

მიმდინარე სეზონში მან თავისი გუნდის შემადგენლობაში აგვისტოში ორი მატჩი ჩაატარა, შემდეგ კი უდისციპლინობისა და ვარჯიშებზე სისტემატური დაგვიანებისათვის მეორე გუნდში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ექსჰიბიციონიზმი (თუ ელ-მალალს ნამდვილად სჭირს)  თთქმის არ ექვემდებარება მკურნალობას.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო