11 X 11
სპორტული პორტალი

აქა დასასრული ამბისა, ბენზემამ მენდის რომ უთხრა, ვინისიუსს პასი არ მისცეო

0

ესპანურ მედიაში ბჭობის თემა გახდა ეპიზოდი, როდესაც “გლადბახისა” და “რეალის” ჩემპიონთა ლიგის მატჩის შესვენებისას გასახდელისკენ მიმავალმა კარიმ ბენზემამ თავის თანამემამულე ფერლან მენდის ვინისიუს ჟუნიორზე ფრანგულად ჩაულაპარაკა (ტუჩების მოძრაობით ამოიკითხეს), რომ “უბრალოდ პასი არ მისცე მაგას ძმაო, დედას გეფიცები, ჩვენს წინააღმდეგ თამაშობს” და შემდეგ ბენზემამ ხელი პირზე მიიფარა და კიდევ რა უთხრა ვეღარავინ შეიტყო.

დღეს ამის თაობაზე ბენზემას საუბარი ჰქონია ვინისიუსთან და როგორც იტყობინებიან, ყველაფერი გაარკვიეს და მათ შორის უსიამოვნება აღარ არსებობს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო