11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონას პრეზიდენტობის ფავორიტი კანდიდატი

0

“ბარსელონას” პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის ფავორიტად მიჩნეულია ბიზნესმენი ვიკტორ ფონტი, რომელიც ექს-პრეზიდენტ ხოსეპ მარია ბარტომეუს მთავარი კრიტიკოსი გახლდათ. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირებაა გაწერილ იქნას გეგმა თუ როგორი ყოველმხრივ წარმატებული კლუბის უნდა იყოს 2030 წელს “ბარსელონა” ანუ მთავარია პერსპექტივაზე მუშაობა.

რაც შეეხება მიმდინარე პრობლემატიკას, ფონტი ადასტურებს კლუბის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ აქედან გამოსვლის გზებზე ჯერ არაფერი უთქვამს. მას სურს აუცილებლად მოახერხოს ლიონელ მესის გუნდში დატოვება და ძალიან უნდა მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დააბრუნოს. ასევე კლუბში დაასაქმოს “ბარსას” ისეთი ლეგენდები როგორებიც ხავი, ინიესტა და პუიოლი არიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო