11 X 11
სპორტული პორტალი

ლაშა სალუქვაძე: კვარაცხელია რეალის ფანია, მაგრამ თუ ბარსელონა მიიწვევს…

0
“რუბინის” ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ metaratings-ს ინტერვიუ მისცა და ამავე გუნდის ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

 

– კვარაცხელიაზე ნობელ არუსტამიანის  ფილმი გამოვიდა. უყურეთ?
– ყურება დავიწყე. იქ უკვე ისაუბრეს მისადმი დიდი კლუბების ინტერესებზე. გავიგე, ხვიჩათი “სევილია” და “დორტმუნდი” დაინტერესდნენ.
– თავიდანვე შეძლებს ასეთ გუნდებში თამაშს?
– ხვიჩა თავისი ასეთი ტალანტით ყველგან ითამაშებს, მაგრამ მგონია, ჯერ ადრეა მისთვის სადმე წასვლა. ისე, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წლის შემდეგ იმავე “სევილიასა” და “დორტმუნდში” შეუძლია ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდეს.

– ხვიჩა ამბობს, რომ “რეალს” აღმერთებს. როგორ ფიქრობთ, შეძლებს “რეალის” პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

– ღმერთმა ქნას! თუ სერიოზულად, მას დიდი პოტენციალი გააჩნია. თუ ამ პოტენციალს ბოლომდე გახსნის, აუცილებლად აღმოჩნდება ევროპის ერთ-ერთ დიდ გუნდში. კარგი იქნებოდა მისი “რეალში” ხილვა, მაგრამ მგონია, გული არ დაწყდება, თუ “ბარსელონა” მიიწვევს.– არუსტამიანს დიდი ფილმი გამოუვიდა. ხომ არ გგონიათ, რომ მედია 19 წლის ბიჭს ზედმეტ ყურადღებას აქცევს, რომელსაც ფეხბურთში ჯერ არაფრისთვის მიუღწევია?
– მედია მართლაც დიდ ყურადღებას აქცევს, მაგრამ მე არ მეშინია, რომ ეს სწორი გზიდან გადაახვევინებს. ფილმი კი მისთვის უფრო მეტად მუშაობის სტიმულია. ეს მასზე არავითარ შემთხვევაში უარყოფითად არ იმოქმედებს.– თქვენს ნაკრებს შეუძლია პირველად გავიდეს ევროპირველობაზე. ეს ხვიჩასთვის კარიერის მთავარი შანსია?
– ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მთელი ქართული ფეხბურთის უზარმაზარი მიღწევა იქნება. ასე მგონია, ხვიჩა პირველ რიგში ქვეყანაზე და ნაკრებში თავის შანსზე ფიქრობს. ჩვენ მაკედონიასთან გამარჯვების გვჯერა. თუმცა, რაც არ უნდა კარგად ითამაშოს ხვიჩამ “რუბინში”, დიდი კლუბები ფეხბურთელებს უფრო ევროტურნირებსა და ნაკრებში აკვირდებიან.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო