11 X 11
სპორტული პორტალი

ლოჩოშვილმა ვოლფსბერგერში შეუცვლელად ითამაშა – მისმა გუნდმა ფეიენოორდი გაანადგურა

0

ევროპა ლიგის მეორე ტურში ლუკა ლოჩოშვილის “ვოლფსბერგერმა” გასვლაზე 4:1 მოუგო “ფეიენოორდს”. სტუმრებმა დიკ ადვოკატის გაწვრთნილ გუნდს 3 გოლი პენალტით გაუტანეს. ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მისი თანაგუნდელი გურამ გიორბელიძე კი ტრავმირებულია.

ნიკა კაჭარავას “ლეხი” გლაზგოში 0:1 დამარცხდა “რეინჯერსთან”. ნიკა 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ნიკა ნინუას პაოკ-მა ესპანეთში ფრეს (0:0) მიაღწია “გრანადასთან”. ჩვენებური სათადარიგო იყო.

კვლავ ვერ ითამაშა ტრავმირებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ “გენტში”, მისი გუნდი კი საკუთარ მოედანზე “ჰოფენჰაიმთან” 1:4 დამარცხდა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო