11 X 11
სპორტული პორტალი

მანჩინი იტალიის ნაკრების ახლო მომავალზე

0
სკუადრა აძურას მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ არ დამალა, რომ ცოტა ხნის წინ ერთა ლიგაზე ნათამაშევი ორი ფრით, გასვლაზე პოლონეთთან (0:0) და შინ ნიდერლანდებთან (1:1),  კმაყოფილი არ არის და უახლოეს ხანში გუნდმა თამაში უნდა გააძლიეროს. იტალიის მიზანი ერთია – ევროპა ლიგის ჯგუფში პირველი ადგილის დაკავება, შემდეგ კი ივნისში ევროპის ჩემპიონატი, რომელის აპენინელებს დიდი ხანია არ მოუგიათ. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება მისთვის კონტრაქტის გაგრძელების საკითხი და შემდეგ წინ კატარის მუნდიალი იქნება, თუმცა ასეთ შორ გეგმებზე ამჯერად მხოლოდ იმიტომ არ ფიქრობს, რომ პანდემიამ შეიძლება ბევრი რამ შეცვალოს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო