11 X 11
სპორტული პორტალი

მაურინიოს შესვენებაზე მთელი გუნდის გამოცვლა უნდოდა [VIDEO]

0
ევროპა ლიგაზე “ტოტენჰემი” გასვლაზე “ანტვერპენთან” 0:1 დამარცხდა. ლონდონელები პირველ ტაიმში ისე უგერგილოდ თამაშობდნენ, რომ ისედავ გაუწონასწორებელი მათი თავკაცი ჟოზე მაურინიო მთლად გააგიჟეს და შესვენებაზე ერთბაშად ოთხი ფეხბურთელი გამოცვალა. მეხუთეც მინდოდა, მაგრამ შემეშინდა, ვინმეს ტრავმა რომ მიეღო და კაცნაკლულნი დავრჩენილიყავით, მთლად გავნადგურდებოდითო, ბრძანა მაუმ და დაამატა, რომ დაშვებული რომ ყოფილიყო თერთმეტივეს გამოვცვლიდიო. ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში კი გამოასწორეს თამაში, მაგრამ უკეთ ესმა გუნდმა მოიგოო.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო