11 X 11
სპორტული პორტალი

მესი: “ბართომეუ ბარსას აბრკოლებდა, თორემ კლასიკოსაც მოვიგებდით”

0

ბარსელონამ იუვენტუსთან ისე ითამაშა, როგორც ლურჯ-ბროწეულისფერთა ქომაგებს ენატრებოდათ. კატალონიელებს მონდომება არ აკლდათ, ბურთი სწრაფად მოძრაობდა, მესი დარბოდა და იუვენტუსს შანსი არ დარჩა. მატჩის შემდეგ, არგენტინელ ვარსკვლავს დავუკავშირდით და ჩვენი რუბრიკისთვის – “აუდიო დღიური” – ემოციების გაზიარება ვთხოვეთ, რომელსაც წერილობითი სახით გთავაზობთ:

 

“არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს თავი ბარსელონაზე დიდი მგონია, მაგრამ ვხედავდი, რომ ბართომეუ გასაშვები იყო. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პეპი წავიდა და როსელი პრეზიდენტად დაინიშნა, ეგრევე “ვისქესე” და გუნდში ვთქვი საუკეთესო წლები წარსულში დარჩა-მეთქი.

ისე არავინ გაიგოთ, თითქოს “ნასროკალ” ხალხს პატივს არ ვცემდე, არგენტინელი კაცი ვარ და ეგ არ შემეშლება, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია იქ რატომ იჯექი?! მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რამხელა  კლასის სპორტულ გამოცემას ველაპარაკები, მაინც მედია ხართ და აქ საუბარს აღარ გავაგრძელებ. 

კუმანზე რა გითხრათ? ჯერ შევხედავ, არ გავაგდებინებ. თავიდან რომ მოვიდა, თითქოს იძახდა განსაკუთრებულად არავის მოვექცევი, ჩემთვის ყველა ერთი რაკიტიჩიაო, მაგრამ მერე წარმატების ფორმულა დაწერა, გამოაქვეყნა და იქ პატივისცემა დავინახე. სიმართლე რომ ვთქვა, პისტოლეროს [ლუის სუარესი] ამბავი ჯერ არავის დავიწყებია. ზღვარზეა. 

ბართომეუ აქამდე უნდა გამეშვა, ბარსას აბრკოლებდა, თორემ კლასიკოსაც მოვიგებდით. ისე, გულწრფელად რომ გითხრათ, მეგონა მარტო ბაიერნის “ბულკები” ვიყავით და ამ გაშკურკულთავიანი ზიდანის მოჯაჰედები ვერ მოგვიგებდნენ. მაგრამ, გვაჯობეს, პენდეხო…

როგორც ჩემი ძმა, თემურა ქეცბაია ამბობს, შემტევი ფეხბურთი არც უბნის მაღაზიაში და “დაჟე”, არც დალის ბუტკაში იყიდება, შემტევი ფეხბურთი უნდა ითამაშო, მაგას ვთხოვ ბიჭებს…

ლაპორტა უნდა დაბრუნდეს. სეზონის ბოლოს თუ წავედი, 11X11-ის პატივისცემით, თქვენი დინამოს ვარიანტსაც განვიხილავ, კლაკსვიკიც კი ვიფიქრე, მაგრამ იქ სეტიენს ძროხების “პონტი აუგდია” და  კიდე ეგ მინდა, მწყემსვამ როსარიოში კიანაღამ გამაძრო ჯიგარი” – თქვა მესიმ.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო