11 X 11
სპორტული პორტალი

რეალს დიბალა უნდა, დიბალას რეალში

0

ყოველ შემთხვევაში ასე მიაჩნია მადრიდის “რეალთან” დაახლოებულ ესპანურ მედიას. ზინედინ ზიდანს სურს, რომ ნახევარდაცვა ამ 26 წლის არგენტინელის ირგვლივ ააწყოს და მზადაა მასში “იუვენტუსს” ორი ფეხბურთელი, ისკო და ვინისიუსი დაუთმოს. რაც შეეხევა თავად დიბალას, ის საკმაოდ ამბიციური ტიპია, არგენტინის ნაკრებში თვით ლეო მესის პრიორიტეტსაც კი ეჭვქვეშ აყენებს, ხოლო “იუვეში” კრიშტიანო რონალდოს გადასვლას გულცივად შეხვდა. ასე რომ, ლიდერობის პერსპექტივა სამეფო გუნდში დიბალას ამბიციებს ესალბუნება და მასაც მადრიდისკენ მიუწევს გული.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო