11 X 11
სპორტული პორტალი

როგორ პარავდნენ სიგარეტებს მსოფლიოს საუკეთესო მეკარეს

0
ყველა დროის საუკეთესო მეკარე (ისტორიაში ერთადერთი კიპერი, რომელმაც შეძლო “ოქროს ბურთის” მოგება) ლევ იაშინის შესახებ ცნობილმა საბჭოთა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ოლეგ რომანცევმა მეტად საინტერესო ამბავი გაიხსენა: “საბჭოთა კავშირის ნაკრებს სამხრეთ ამერიკაში 10-დღიანი ტურნე გვქონდა, არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებებთან უნდა გვეთამაშა. დელეგაციის ხელმძღვანელი ლევ ივანიჩი გახლდათ, რომელიც ძალიან ბევრს ეწეოდა და მთელმა გუნდმა ვიცოდით, რომ ერთი დიპლომატი მხოლოდ სიგარეტით ჰქონდა სავსე. ბიჭები შედიოდნენ მის ოთახში და დიპლომატიდან ხან ერთ, ხანაც ორ კოლოფს იღებდნენ. ბოლოს სამიოდე კოლოფი რომ დარჩა, აღება ვეღარავინ გაბედა და რადგან იაშინს ჩემთან ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა და ხშირად ხანგრძლივად სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობდით, მთხოვეს ეს საქმე მე მეთავა. დაუკითხავად აღებას ნამდვილად ვერ გავბედავდი და პირდაპირ მოცემა ვთხოვე. ლევ ივანიჩმა ჩაიღიმა, ერთი კოლოფი მომაწოდა და მიბრძანა – ტურნეს ბოლომდე აღარაფერი დარჩა და მთელმა გუნდმა იმყოფინეთ.”
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო