11 X 11
სპორტული პორტალი

შენგელია ვალენსიასთან მოგებულ მატჩში ცსკა-ს 10 ქულით შეეწია

0

29 ოქტომბერს, ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 84:75 სძლია “ვალენსიას.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 23:22 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 11-ს გაუტოლდა. მან 9-დან 4 ორქულიანი,  4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა.

ცსკა-დან 17 ქულით ყველაზე შედეგიანი მაიკ ჯეიმსი იყო, “ვალენსიადან” კი 15 ქულით ნიკოლა კალინიჩი.

ცსკა 3 მოგებით მე-11 ადგილზეა და 6 ნოემბერს ათენში “პანათინაიკოსს” შეხვდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო