11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონაში მესის მსგავსად არც მარადონას ექცეოდნენ კარგად

0

დიეგო არმანდო მარადონამ კომენტარი გააკეთა ლიონელ მესისა და “ბარსელონას” აწუკვე ყოფილი ხელმძღვანელობის ურთიერთდამოკიდებულებაზე: “ვფიქრობდი, რომ ლეო წავიდოდა. ზუსტად მასეთივე სიტუაციაში ვიყავი მეც. ამ კლუბში ყოველთვის ძალიან რთული და დაძაბული სიტუაციაა. მესიმ “ბარსელონა” მწვერვალებზე აიყვანა, მაგრამ ისე ნამდვილად არ ექცეოდნენ, როგორც იმსახურებდა. ჰოდა, წასვლა გადაწყვიტა და არ გაუშვეს. ეს კიდევ უარესი და საწყენი იყო ლეოსათვის, რადგან კი შეგიძლია ადგე და მიატოვო კლუბი, მაგრამ ასე უბრალოდ კარს ვერ გაიჯახუნებ და ვერ წახვალ, რადგან პასუხისმგებლობა გაქვს თანაგუნდელებისა და გულშემატკივრების მიმართ, რომლებსაც ძალიან უყვარხართ. მაგალითად, მე ვერ მივატოვებდი “ნაპოლის”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო