11 X 11
სპორტული პორტალი

გიორგი ლორიამ ეთნიკოსთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა

0

ცნობილი გახდა, თუ რატომ ვერ ითამაშა “ანორთოსისის” მეკარე გიორგი ლორიამ “ეთნიკოსთან” კვიპროსის ჩემპიონატზე.

მატჩისწინა მოთელვაზე ლორიამ კუნთის მცირე ტრავმა მიიღო, თუმცა ტრავმა სერიოზული არ არის და მომავალ ტურში მისი მონაწილეობა უშუალოდ შეხვედრის წინ გადაწყდება, – იტყობინება 24sports-ი.

მცირე ტრავმა აქვს თავდამსხმელ გიორგი ქვილითაიასაც, რომელიც “ეთნიკოსთან” შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

1-ელ ნოემბერს სტუმრად “კარმიოტისასთან” მატჩში “ანორთოსისს” დისკვალიფიცირებული ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო