11 X 11
სპორტული პორტალი

მარადონა 60 წლისაა!

0

დღეს დიდზე დიდ ფეხბურთელს დიეგო არმანდო მარადონას 60 წელი შეუსრულდა. რამდენადაც დიდი გახლდათ დიეგო საფეხბურთო მოედანზე, იმდენად ექსცენტრული და წინააღმდეგობრივი გახლავთ არა მარტო სამწვრთნელო საქმიანობაში, არამედ ცხოვრებაშიც. ნარკოტიკები, სკანდალები, მოუწესრიგებელი ოჯახური ურთიერთობები, თავად მულტიმილიონერია და ამ დროს რადიკალური მემარცხენე, დიქტატორების მეგობარი და ა.შ. ამ უკანასკნელის დადასტურება გახლავთ გამოცემა Clarin-ისთვის მიცემულ საიუბილეო ტერვიუში ნათქვამი, რომ ის ენდობა ვლადიმირ პუტინს, რომ რუსეთმა უკვე დაამზადა კოვიდ-19-ის ვაქცინა. პუტინს კი ენდობა დიეგო, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ პუტინის ვაქცინას თავად არ გაიკეთებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო