11 X 11
სპორტული პორტალი

ობამეიანგმა ლონდონში სახლი აიშენა

0
სახლი, მარა რა სახლი? ლონდონის ჩრდილოეთ უბანში მან 1930-იან წლებში აშენებული, დიდეზოიანი სახლი იყიდა, დაანგრია და იმავე ადგილას ახალი, თანამედროვე შენობა წამოჭიმა, რომელშიც 31 წლის ფეხბურთელი ოჯახთან ერთად იცხოვრებს. ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე შვიდი საძინებელი, დაცვის ოთახი და რამდენიმე საცხოვრებელი და გასართობი ზონაა. პირველზე კი დიდი მისაღები დარბაზი სამზარეულოთი, სატრენაჟორო სივრცე, აუზი, საუნა და საბილიარდოა მოწყობილი. მიწისქვეშ კი ღვინის სარდაფი და უზარმაზარი გარაჟია, სადაც ობას ყველა მანქქნა მაინც ვერ ეტევა, თუმცა იმხელა ეზო აქვს, რომ პარკირების პრობლემა არასოდეს შეექმნება. და კიდევ, ეს სახლი თავისუფალ მინდორს, რომელიც დაცული ტერიტორიაა, ესაზღვრება და ამდენად, ფეხბურთელს მეზობლების ხმაური არასოდეს შეაწუხებს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო