11 X 11
სპორტული პორტალი

პსჟ-ს პრეზიდენტი გამართლდა, ფიფას გენსეკს – პირობითი პატიმრობა

0

შვეიცარიის პროკურატურა იძიებდა კორუფციული გარიგების საქმე პსჟ-ს პრეზიდენტს ნასერ ალ-ხელაიფსა და ფიფას აწ უკვე ყოფილ გენერალურ მდივანს ჟერომ ვალკეს შორის. არსებობდა საფუძვლიანი ჭვი, რომ ალ-ხელაიფიმ, როპმელიც ამავე დროს მსხვილი სატელევიზიო ჯგუფის ხელმძღვანელიცაა, ვალკეს სამ ტრანშად გადაურიცხა 1.25 მილიონი ევრო, რათა მის ჯგუფს მიეღო იტალიასა და საბერძნეთში 2018-დან 2030 წლამდე ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატებისა და კონფედერაციათა თასის მატჩების რეპორტაჟების უფლება.

სასამართლომ ალ-ხელაიფი გაამართლა, ხოლო ვალკეს, რომელსაც საფეხბურთო საქმიანობა 12 წლით აქვს აკრძალული 120 დღით პატიმრობა მიუსაჯა. აი, ამას ჰქვია ჰუმანური სასამართლო. განაჩენს გამოეხმაურა ალ-ხელაიფი, ხომ ხედავთ კრისტალივით სუფთა ვარ და მადლობა უფალს, რომ ოთხწლიანი ნერვიულობა, ასე დამთავრდაო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო