11 X 11
სპორტული პორტალი

კვარაცხელიამ არსენალთან კარგად ითამაშა და საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

0

ხვიჩა კვარაცხელია კვლავ საუკეთესო იყო.

რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურში “რუბინმა” საკუთარ მოედანზე 3:1 სძლია ტულის “არსენალს”.

ხვიჩა ჩვეულად აქტიური იყო, პირველ ტაიმში საჯარიმოში დრიბლინგისას გაზონზე აღმოჩნდა, თუმცა მსაჯს უთხრა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესვენების შემდეგ კი სოლტმურად ბაკაევს საგოლე პასი გაუკეთა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

“არსენალში”  შეუცვლელად ითამაშა მცველმა გია გრიგლავამ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო