11 X 11
სპორტული პორტალი

კვარაცხელიას გრძეეეეეელი საგოლე პასი და მოგებული მატჩი [VIDEO

0
რუსეთის პრემიერლიგის მე-13 ტურის პირველ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას “რუბინმა” საკუთარ მოედანზე გია გრიგალავას “არსენალს” 3:1 მოუგო, ქართველმა კი ძალიან კარგი საგოლე გადაცემა გააკეთა. საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო, გრიგალავამ სრულად ითამაშა, კვარაცხელია 85-ე წუთზე შეცვალეს. მეორე ტაიმის დასაწყისში, 53-ე წუთზე ხვიჩამ ბაკაევს გრძელი და ზუსტი გადაცემა გაუეკეთა, რუსმა შემტევმა კი ანგარიში 3:0 გახადა. რუბინმა 21 ქულას მოუყარა თავი და სხვა შეხვედრების ჩატარებამდე მე-5 პოზიციას იკავებს. ყაზანური გუნდი ლიდერ “სპარტაკს”  ქულით ჩამორჩება.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო