11 X 11
სპორტული პორტალი

ნეიმარი გაბრაზებულია

0

ნეიმარს პირადად აქვს ნათქვამი პსჟ-ს პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისათვის, რომ მზადაა მისი 2022 წლამდე მოქმედი კონტრაქტი კიდევ ხუთი წლით გაახანგრძლივოს იგივე ხელფასითა და პირობებით. ნეიმარის წლიური ჯამაგირი 36 მილიონი ევროა. ნეის წინადადებიდან უკვე ორ თვეზე მეტია გასული და ამ მხრივ კლუბის ხელმძღვანელებისაგან ხმა არ ისმის, რამაც ფეხბურთელი გააბრაზა. ისე, პსჟ-ს შეფობის პოზიციაც გასაგებია. ნეიმარი ახლა 28 წლისაა, 2022-ში 30-ის იქნება, ხოლო 2027-ში 35 წლისა და ძნელი წარმოსადგენია მაშინაც ამ დონეზე ითამაშოს და როგორი გადასახდელია ამხელა ხელფასი უხადო.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო