11 X 11
სპორტული პორტალი

რუსული მედია: ხვიჩას ჯენტლმენური საქციელი – მსაჯს პენალტი არ დაანიშნინა

0
“БИЗНЕС ONLINE”-მ ტულის “არსენალთან” მატჩისას “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ერთ მომენტზე გაამახვილა ყურადღება: “პირველ ტაიმში იყო ეპიზოდი, რომელიც ორივე გატანილ გოლზე უფრო მნიშვნელოვანია. ყაზანური გუნდის შეტევის ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ჯენტლმენურად მოიქცა. კვარა დრიბლინგით ნიკოლაი რასკაზოვსა და აბდულა კადირის გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და წაიქცა. როგორც მოგვეჩვენა, ქართველის წაქცევის მიზეზი რასკაზოვის ვარდნა იყო, რომელმაც ბურთს ფეხი ვერ მოარტყა. თერთმეტმეტრიანი მსაჯმა იმიტომ არ დანიშნა, რომ ხვიჩა მაშინვე წამოდგა და არბიტრს აჩვენა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მან რამდენიმეჯერ გაიმეორა უარყოფის ჟესტი. არაა გამორიცხული ყაზანელები ორგოლიანი კომფორტული უპირატესობით რომ არ ყოფილიყვნენ დაწინაურებულები, ქართველი ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ მიუხედავად თვით ორგოლიანი სხვაობისა, 19 წლის ფეხბურთელის საქციელი პატივისცემას იმსახურებს”.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო