11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩას პრესაში მასზე საუბრები არ ავნებს – ამბობს სლუცკი

0
ტულის “არსენალთან” ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე “რუბინის” მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ჟურნალისტმა ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიაზე ჰკითხა.
– კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ ბაკაევს კარგი საგოლე გადაცემა გაუკეთა და მეორე საგოლე შეტევა წამოიწყო, როდესაც მოედნის საკუთარ ნახევარზე ბურთი ჩაჭრა. ის არამარტო ხარისხიანად ატყუებს, არამედ დაცვაშიც მუშაობს. ხვიჩას მომავალზე პრესაში ხმაური მასზე არანაირად არ მოქმედებს? შესაძლოა, ეს მხოლოდ აგულიანებს?
– ჩემი აზრით, არა. ხვიჩა ნებისმიერ საქმეზე ძალიან კონცენტრირებულია და ჯერჯერობით რაიმე ასეთი არ შემინიშნავს. თუ მას წარმატებული და წარუმატებელი მატჩები ექნება, რაც სავსებით ბუნებრივია, მიზეზი ის არ იქნება, რომ მის გარშემო ძალიან ბევრი საუბრებია.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო