11 X 11
სპორტული პორტალი

ბენზემა და ვინისიუსმა ერთმანეთს 8-ჯერ უპასეს

0

ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში, რომელშიც „რეალმა“ „უესკას“ 4:1 მოუგო, მადრიდელთა თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ სრულად ითამაშა, ხოლო ვინისიუს ჟუნიორი შეცვლაზე 61-ე წუთზე შევიდა და მატჩის ბოლომდე დარჩენილ დროში ერთმანეთს 8-ჯერ მისცეს პასი.

ვინც არ იცის, გაუკვირდება, ეგ რა დასათვლელიაო, მაგრამ ლა ლიგას წინა შეხვედრის შესვენებისას გაირკვა, რომ ბენზემამ თანაგუნდელ მენდის ჩაულაპარაკა, რომ ვინისიუსისთვის პასი არ მიეცა, ეგ ბიჭი ფაქტობრივად ჩვენს წინააღმდეგ თამაშობსო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო