11 X 11
სპორტული პორტალი

ჩრდილოეთმაკედონიელთა მწვრთნელი: მე მჯერა საქართველოსთან ჩემი გუნდის გამარჯვებისა

0
12 ნოემბერს ევროპირველობის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ მეტოქე გუნდის მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ ერთობ ოპტიმისტური განცხადებები გააკეთა.

 

მაკედონიისა და ჩვენი ხალხისათვის 200%-ით დავიხარჯებით და ევრო 2020-ზე გავალთ

“საქართველოთან მატჩს ისევე უნდა მივუდგეთ, როგორც ნებისმიერ სხვა შეხვედრას, მშვიდად, ემოციების გარეშე. ვიცით რა მნიშვნელობის თამაშია, მაგრამ არ გვინდა შევქმნათ ზედმეტი ზეწოლა.

ხუთი წლის განმავლობაში ერთობლივად მუშაობის შედეგად ჩვენ ეს შევძელით. გახსოვთ სად ვიყავით მაშინ, ჩვენი წარმატებებით გახარებულები ვართ. თქვენი მხრდაჭერა კი აღგვაფრთოვანებს და გვაძლიერებს. ჩვენთვის ეს არავითარ შემთხევაში არ არის ისტორიული დაპირისპირება, მე მჯერა ჩემი გუნდის გამარჯვებისა. მედიამ კოსოვოსთან გამარჯვებას ისტორიული უწოდა. დიახ, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი წინ გველის.

შემადგენლობის შეცვლას არ ვაპირებ. არავითარი სიურპრიზი არ იქნება. არ ვარ ის მწვრთნელი, რომელიც არასაჭირო ექსპერიმენტებს მიმართავს. რაც შეიძლება კარგად უნდა ვითმაშოთ და 90-წუთიანი ან 120-წუთიანი ბრძოლისთვის მზადყოფნა გვმართებს. თბილისში გამარჯვების მოსაპოვებლად მივდივართ.

საქართველო შეკრული გუნდია, გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. მათთან ორივე მატჩში იმაზე ნაკლებად წარმოვაჩინეთ თავი, ვიდრე შეგვიძლია და ეს ასევე კარგია. სკოპიეში ზოგიეთი ტაქტიკური იდეები დავმალეთ. ქართველების თამაშს დეტალურად ვაანალიზებთ და ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ. გეგმა გვაქვს, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება. ვნახავთ, რომელი გუნდია უკეთესი. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, ეს მაკედონია იქნება. იმ ტიპის განცხადებებს, რომ უკეთესები ვართ, ჩემგან ვერ მოისმენთ, განსაკუთრებით ახლა. აქ არანაირი დილემა არ არსებობს.

ნებისმიერი სცენარისთვის, ზეწოლისთვის მზად ვართ და ვიმედოვნებთ, რომ რაც ესტონეთთან დაგვემართა, არ განმეორდება. ეიფორია დამატებით მოტივაციას გვძენს. მაკედონია ამ წარმატებას 27 წელია ელის და თქვენი ქომაგობა კიდევ უფრო გვაძლიერებს”, – განუცხადა ანგელოვსკიმ “სპორტმედიას”.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო