11 X 11
სპორტული პორტალი

კორონამ სერია A-ს მაგრად დაარტყა

0

იტალიის ჩემპიონატის 20 გუნდიდან 15-ს ფეხბურთელების, მწვრთნელებისა და მომსახურე პერსონალის ხელფასების გადახდა ძალიან უჭირთ. მათ ივნისის თვიდან ხელფასების გადავადება ნოემბრის შუა რიცხვებამდე ჰქონდათ და სავარაუდოდ, ეს თარიღი კიდევ ერთი თვით გადაიწევს. იკითხავთ, ეს გადავადება რას უშველისო და მართალიც იქნებით, მაგრამ იტალიის მთავრობა აპირებს საფეხბურთო კლუბებს უფლება მისცეს მათ ხელფასები ისე გაისტუმრონ,  რომ სახელმწიფოს იქიდან გადასახადები არ გადაურიცხონ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო