11 X 11
სპორტული პორტალი

მიხაელ შუმახერის მდგომარეობის შესახებ

0
2013 წელს თხილამურებზე სრიალისას მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ ექიმების რამდენიმეწლიანი ბრძოლის შედეგად მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ფორმულა 1-ში მიხაელ შუახერი კი გადარჩა, მაგრამ  მისი მენტალური მდგომარეობის შესახებ თითქმის არაფერი ვრცელდება. “ფერარის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, ახლა საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა თქვა, რომ ის ხშირად სტუმრობს მიხაელ შუმახერს და ერთად უცქერენ ტელევიზორს. რაც შეეხება იმას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იძლევა თუ არა იმის საშუალებას, გააცნობიეროს რომ მისი ვაჟი მალე შეიძლება ფორმულა 1-ის პილოტი გახდეს, ტოდტმა დეტალებში შესვლა არ ისურვა და მხოლოდ იმით შემოიფარგლა, რომ მიხაელს თავისი სამყარო აქვს. მოკლედ, გამგები გაიგებს.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო