11 X 11
სპორტული პორტალი

ქართველების ანორთოსისმა გალიდერების კარგი შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა

0

კვიპროსის ჩემპიონატის მეცხრე ტურში “ანორთოსისს” გალიდერება შეეძლო, მაგრამ სტუმრად “კარმიოტისას” ვერ სძლია (1:1), რომელიც 72-ე წუთზე კაცნაკლული დარჩა.

ფამაგუსტურ გუნდს ტრავმირებული გიორგი ლორია ვერ დაეხმარა, თორნიკე ოქრიაშვილმა კი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ბუბა დაუშვილი 69-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

ქართველების გუნდი 20 ქულით მეორე ადგილზეა და 8 ნოემბერს ლარნაკას აეკ-ს დაუპირისპირდება.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო