11 X 11
სპორტული პორტალი

რომას მწვრთნელი გაქურდეს

0

“რომას” პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელის პაულუ ფონსეკას სახლი რომში პარასკევს, საღამოხანს გაქურდეს იმ დროს, როდესაც ფონსეკა კლუბის ბაზაზე, ტრიგორიაში იმყოფებოდა, ხოლო მისი ცოლი კატერინა და ვაჟი მარტინი საყიდლებზე იყვნენ გასულნი. პოლიციის თქმით, ქურდები პროფესიონალები ჩანან, რადგან სახლში სპეცხელსაწყოებით არიან შესულნი და არსად თითების ანაბეჭდები არ დაუტოვებიათ. წაღებულია მხოლოდ ძვირფასი ნივთები, რომელთა საერთო ფასი დაახლოებით 100 ათასი ევროა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო