11 X 11
სპორტული პორტალი

ზლატანის ვარდნაში გატანილი გოლი და “მილანი” შეუჩერებელია [VIDEO]

0

მილანი საოცარ ფორმაშია, 8 მარტიდან მოყოლებული თამაში არ წაუგია და ბრწყინვალე სერია “უდინეზესთან” მატჩშიც განაგრძო.

მილანელები გასვლით შეხვედრაში მე-18 წუთზე კესის გატანილი გოლით დაწინაურდნენ, ახალგაზრდა კოტდივუარელს ზლატანმა უპასა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს – პენალტი ზუსტად დე პაულმა შეასრულა.

83-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი იბრაჰიმოვიჩმა ვარდნაში გაიტანა და მილანის სალიდერო პოზიცია სერია A-ს ცხრილში კიდევ უფრო გაამყარა.

ახლა “როსონერის” 16 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ ატალანტას 4 ქულით უსწრებს.

იბრამ 6 მატჩში მე-7 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ბელოტისა და კაპუტოს ჰანდიკაპით გაექცა.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო