11 X 11
სპორტული პორტალი

აი, ასეთია მათი პოზიცია

0

შერეული ბრძოლების მსუბუქ წონაში ჩემპიონის ხაბიბ ნურმაგომედოვის პოსტებზე, რომელშიც ის შეურაცხყოფას აყენებს საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, რამდენიმე ფეხბურთელმა ლაიქი დასვა. ესენია: დევიდ ბექჰემი, კარიმ ბენზემა, მირალემ პიანიჩი, პრესნელ კიმპემბე, მამადუ საკო, ტემუე ბაკაიაკო და რიკარდო ფატი.

ხაბიბის რეაქცია გამოიწვია ემანუელ მაკრონის შეფასებამ, როდესაც მან ფრანგი მასწავლებლის სამუელ პატის მკვლელობას ჩეჩენ-რუსი 18 წლის აბდულაჰ ანზოროვის მიერ, იმის გამო რომ მან მოსწავლეებს სიტყვის თავისუფლების შესახებ საუბრისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა უჩვენა, “ისლამური ტერორიზმი” უწოდა.

პარტია “ეროვნული გაერთიანების” ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდან ბარდელმა მოითხოვა პრენსელ კიმპემბეს საფრანგეთის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთა. კიმპემბემ თავისი ლაიქი იმით ახსნა, რომ რუსული ენა არ იცის და ხაბიბის პოსტის შინაარსი ვერ გაიგო. პოლიტიკოსმა ამას ხალხის იდიოტად და იმბეცილებად ჩათვლა უწოდა. ვნახოთ, მიიღებს თუ არა რაიმე ზომებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო