11 X 11
სპორტული პორტალი

კორონავირუსის გამო წიტაიშვილი ბარსელონასთან ვერ ითამაშებს

0

კიევის “დინამოს” ექვსი ფეხბურთელი: გიორგი წიტაიშვილი, დენის გარმაში, მიკელ დუელუნი, ალექსანდრ კარავაევი, ტუდორ ბალუცე და ნიკოლაი შაპარენკო, აგრეთვე მვრთნელის თანაშემწე ემილ კარასი და კლუბის ოთხი წარმომადგენელი კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ყველანი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული კლუბი ვებგვერდით ავრდცელებს.

ზემოთ დასახელებული ფეხბურთელები “დინამოს” მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ კატალონიაში არ წაიყვანა. წიტაიშვილი ლუჩესკუს მწვრთნელად დანიშვნას სიხარულით შეხვდა, მაგრამ რუმინელი მას არ ათამაშებს.

“ბარსელონასა” და “დინამოს” შეხვედრა “კამპ ნოუზე” 4 ნოემბერს გაიმართება.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო