11 X 11
სპორტული პორტალი

ჟურნალისტების შემდეგ ქეცბაიამ პოლიციელებიც “მიჯირყვნა” [VIDEO]

0

ფამაგუსტას ანორთოსისის ქართველ მთავარ მწვრთნელს აქამდე ნერვებს კვიპროსელი ჟურნალისტები უშლიდნენ და ახლა ჩვენს კოლეგებს პოლიციელებიც დაემატნენ.

კარმიოტისასთან გასვლაზე გამართული მატჩის დროს სტიუარტებმა შეამჩნიეს, რომ ანორთოსისის სათადარიგოთ სკამზე ვიღაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩამოყალიბებულ სავალდებული სამედიცინო წესებს არღვევდა. შეხვედრის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად სათადარიგოთა სკამს მიუახლოვდნენ და მითითებებს იძლეოდნენ, როცა საქმეში ქეცბაია ჩაერთო.

 

 

“რა გინდათ? ვინ არღვევს წესებს? ხომ ხედავთ პირბადე ყველას უკეთია,”- თქვა ქეცბაიამ, ამას სკამიდან რეპლიკაც დაემატა და სიტუაცია დაიძაბა. საქმეში პოლიციელებიც ჩაერთვნენ და მხარეების დამშვიდება სცადეს, თემურმა კი იმათაც მოუწოდა: “თქვენს საქმეს მიხედეთ, გვაცადეთ ფეხბურთის თამაში,”- ციტირებენ თემურს კვირპუსული გამოცემები.

სიტუაცია განიმუხტა, ყველა დამშვიდდა, მატჩი კი ფრედ დასრულდა – 1:1.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო