11 X 11
სპორტული პორტალი

ლეგიონერები: სუთიაშვილის ლელო პრო დე2-ში

0

საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დე2-ში, შალვა სუთიაშვილმა ‘მონტობანს’ ლელო გაუტანა, მაგრამ მისი გუნდი ერთადერთი გამარჯვებით ბოლო ადგილზე რჩება.

მე-8 ტურში ‘ანგულემი’ სტუმრად თამაშობდა და 17:27 დამარცხდა. სტუმართა შორის პირველიდან 70-ე წუთამდე ითამაშა მეორეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა. რადგან ‘ანგულემს’ ბურჯი წითელი ბარათით მე-2 წუთზე გაუგდეს, ლუკა გოგინავას შეცვლაზე შესვლა მე-8 წუთზე მოუწია. მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა ზაურ თევდორაშვილმა, რომელმაც 49-ე წუთზე რაქიდან შეუტია, მას სუთიაშვილი მიეხმარა, ბურთი ხელიდან გამოართვა და ტრიალში ლელო გაიტანა.

მე-7 წუთიდან კაცნაკლულმა ითამაშა ‘ოიონამ’, მაგრამ სტუმრად ‘ბეზიეს’ დამარცხება მაინც მოახერხა. სტუმართა შორის პირველი ტაიმი სრულად ითამაშა ირაკლი მირცხულავამ. მას მეორე ტაიმში სამი წუთით მოუწია მოედანზე დაბრუნება.

‘რუანმა’ ‘ვალანსს’ უმასპინძლა და სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა – 28:14. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 60 წუთი ითამაშა კარლენ ასიეშვილმა. სტუმართა რიგებში შეცვლაზე 48-ე წუთზე შევიდა მირიან ბურდული.

‘ნევერმა’ გათამაშების ლიდერი ‘ვანი’ მიიღო და 22:35 დამარცხდა. მასპინძელთა შორის 44-ე წუთიდან ითამაშეს გურამ პაპიძემ და თორნიკე მატარაძემ.

‘გრენობლმა’ ‘მონ-დე-მარსანს’ 24:17 მოუგო. გამარჯვებულთა ძირითად შემადგენლობაში იყო ილია კაიკაციშვილი, რომელმაც 57 წუთი ითამაშა, ნიკა ღვალაძე კი, მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა.

‘კოლომიესა’ და ‘პერპინიანის’ შეხვედრა გადაიდო, ‘ორიაკი’ კი ‘ბიარიცს’ 13 ნოემბერს ეთამაშება.

rugby.ge

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო