11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინი ბარსელონასთან მატჩში საუკეთესო იყო

0

ესპანეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” გასვლაზე 74:81 დამარცხდა “ბარსელონასთან”.

ქართველმა ცენტრმა 27:13 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 25-ს გაუტოლდა. მან 12-დან 8 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ჩაგდებული ქულებითა და კოეფიციენტით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

“ტენერიფეს” 7 ჩატარებულ მატჩში 6 გამარჯვება აქვს მოპოვებული, მე-5 ადგილზეა და 8 ნოემბერს “ბეტისს” უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო