11 X 11
სპორტული პორტალი

ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო ცხადაძე ორდაბასის დატოვებს

0

prosports.kz-ის მტკიცებით, მწვრთნელი კახა ცხადაძე კლუბის ხელმძღვანელობასთან პრობლემების გამო სეზონის ბოლოს ყაზახეთის “ორდაბასის” დატოვებს:

“ცხადაძეს უკვე ვერაფერი ვერ უშველის – თვით ჩემპიონატზე მეორე ადგილის დაკავებაც კი. გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეცვლიან. მიზეზი – უთანხმოება ფინანსურ დირექტორ ბახტიარ ბაისეიტოვთან, რომელიც კლუბში ფაქტიურად პირველი პირია.

აღვნიშნავთ, რომ 18 ტურის შემდეგ შიმკენტური გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს ინარჩუნებს. “ორდაბასი” დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება “ასტანას” და ერთი ქულით უსწრებს “ტობოლს”, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თუ გავითვალისწინებთ გასულ ტურში კოსტანაელთა დიდი ანგარიშით დამარცხებას, ცხადაძის გუნდი კარგად მიიწევს წინ. “ორდა” თვენახევარია დაუმარცხებელია – ხუთი მატჩი მოიგო და ორი ფრედ დაასრულა”.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო