11 X 11
სპორტული პორტალი

ბაიერნმა ალაბას კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებს შეწყვიტა

0

ცნობილი გახდა, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ შეწყვიტა მისი 28 წლის ავსტრიელი  ცენტრალური მცველის დავიდ ალაბას 2021 წლის ივნისის ჩათვლით მოქმედი კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკება. მხარეები პირობებზე ვერ თანხმდებოდნენ. შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელი ასტრონომიულ ანაზღაურებას ითხოვდა, რაც ალაბამ შეურაცხყოფად მიიღო და მისი დეზავიურება მოითხოვა. ეს კი კლუბის ხელმძღვანელობამ არ გააკეთა, რამაც ფეხბურთელი გააღიზიანა, რადგან ფანების თვალში წამღლეტი გამოდიოდა. აი, ახლაც, ალაბამ განაცხადა, რომ მოლაპარაკების შეწყვეტის შესახებ მედიიდან შეიტყო, რაც მორიგი უპატივცემულობაა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო