11 X 11
სპორტული პორტალი

ერთი კარგი და მეორე უცნაური

0

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის პირველი დღის ადრეული ორი მატჩიდან, ერთი ძალიან კარგი, მეორე კი უცნაური გამოდგა. აბა, რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ „შახტარმა“ საკუთარ მოედანზე „გლადბახისაგან“ პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლი გაუშვა…

აი, მოსკოვურ მატჩში კი მშვენიერი თუ არა, ნამდვილად კარგი ფეხბურთი ვიხილეთ.

ლოკომოტივი-ატლეტიკო 1:1

გოლები: ხიმენესი, 18 (0:1); მირანჩუკი, 25-პენ. (1:1).

მსაჯი: ბ. ბასტიენი (საფ).

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი შემტევ ფეხბურთს არ თამაშობს, პირველი ტაიმი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. ესპანელები უფრო აქტიურობდნენ, იერიშებიც ხშირად მიჰქონდათ მოწინააღმდეგის კარზე, რაზეც რუსებიც საკმაოდ მწვავედ პასუხობდნენ. გოლი ხიმენესმა მისთვის ჩვეულად, თავურით კი გაიტანა, მაგრამ მეკარე გილერმეს უკეთ რომ ეთამაშა, ანგარიში არ გაიხსნებოდა. გაყაიმება კი საკმაოდ საეჭვო პენალტის შემდეგ მოახერხეს მოსკოველებმა. ამის შემდეგ მადრიდელებმა უფრო მოინდომეს, მაგრამ მათ მონდომებას შედეგი არ მოჰყოლია. მეორე ტაიმში არც  თამაშის სურათი არ შეცვლილა და არც ანგარიში.

 

შახტარი-გლადბახი 0:6

გოლები: პლეა, 8; ბონდარი, 17-საკ. კარში; პლეა, 26; ბენსებაინი, 44; შტინდლი, 65; პლეა, 79.

მსაჯი: გოზობუიუკი (ნიდ).

მასპინძელთა თავკაცმა ლუიშ კაშტრომ რატომღაც თავიდანვე დაცვითი ტაქტიკით დააწყებინა თამაში გუნდს. ვერ ვიტყვით, რომ ამან გამოიწვია კატასტროფა, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ჯერ ალასან პლეამ საჯარიმოს ცენტრში მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა, ხოლო შემდეგ ტრუბინის კარში რიკოშეტით მეორე გოლი გავიდა, დონბასელთა თამაში მთლად მოიშალა და შესვენებამდე კიდევ ორი ბურთი გამოიტანეს საკუთარის კარის ბადიდან.

ნაანტრაქტევს გერმანელებს თავი დიდად აღარ შეუწუხებიათ, მაგრამ კიდევ ორი გოლი მაინც გაიტანეს.

 

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო