11 X 11
სპორტული პორტალი

როი კინი ახლა კავანის აკრიტიკებს

0

„მანჩესტერის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა ჯერ იყო და მთელი გუნდი გააკრიტიკა, უგულოდ თამაშობენ და მთავარ მწვრთნელს ოლე-გუნარ სულშერს პოსტს დააკარგვინებენო. ახლა კი ახალწვეულ ედინსონ კავანის მისდგა, ვუყურებდი „არსენალთან“ მატჩისწინა მოთელვაზე როგორ იქცეოდა, საერთოდ არ ინძრეოდაო, ხოლო როდესაც შეცვლაზე შევიდა, პარტნიორები ლამის ეხვეწებოდნენ, ითამაშეო.

სულშერმა კინს უპასუხა, რომ მას კარგად ესმის სამართლიანი კრიტიკის საჭიროება, მაგრამ ურჩია ფეხბურთელებს ნუ უმუნათებს, რადგან თავად უკეთ იცის მათი მომზადების დონე და მოტივაციის ხარისხიც.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო