11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინი ესპანური ლიგის ოქტომბრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

0

გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის ოქტომბრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. “ტენერიფე იბეროსტარის” ქართველი ცენტრი ევროპის უძლიერეს ლიგაში შეუჩერებელია და გასულ თვეში გამართულ 4 მატჩის ჯამში ის უკლებლივ ყველა მოთამაშეზე სარგებლიანი იყო. შესაბამისად, ლიგის ხელმძღვანელობამ ესოდენ საპატიო – თვის MVP-ის ტიტული ქართველ კალათბურთელს გადასცა, რომელსაც აღნიშნული პრიზი წინა სეზონში ორჯერ აქვს მოგებული.

ესპანურ ლიგაში, ოქტომბერში, გიორგი შერმადინის საშუალო მარგი ქმედების მაჩვენებელი 28.7 იყო, რაც საკმარისი აღმოჩნდა მისი თვის MVP-ად აღიარებისთვის. სწორედ ქართველის დიდი დამსახურებაა, „ტენერიფეს“ ისტორიაში სეზონის საუკეთესო სტარტი რომ აქვს – 6 მოგება, 1 მარცხი. ოქტომბერში ჩატარებული 4 მატჩიდან გიორგისთვის ყველაზე შედეგიანი თავის ყოფილ გუნდ “უნიკახასთან” მატჩი აღმოჩნდა, რომელშიც მან 27 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა თამაშიდან 8-დან 8 ბურთი ჩააგდო, ხოლო 7 საჯარიმოდან მხოლოდ 1 ააცილა. ამ 4 მატჩიდან ტენერიფელებმა ფუენლაბრადა, ხუვენტუდი და უნიკახა დაამარცხეს, ხოლო ბარსელონასთან დამარცხდნენ.

6 მოგებითა და 1 მარცხით “ტენერიფე იბეროსტარი” ესპანურ ლიგაში მე-2 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 8 ნოემბერს, შერმადინის გუნდი “რეალ ბეტისს” უმასპინძლებს. ხვალ კი, “ტენერიფე” ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაზე იტალირ “სასარის” დაუპირისპირდება.

GBF.GE
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო