11 X 11
სპორტული პორტალი

ბაიერნმა ლიგის რეკორდი დაამყარა

0

მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ეტაპზე ზედიზედ მესამე გამარჯვება ავსტრიაში ადგილობირივი “ზალცბურგის” წინააღმდეგ მოიპოვა (6:2) და ტურნირის რეკორდიც დაამყარა.

გერმანელებმა ბოლო 4 გოლი შეხვედრის უკანასკნელ 15 წუთში გაიტანეს და როგორც OptaFranz-ი წერს, ეს ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. აქამდე არცერთ გუნდს არ გაუტანია მატჩის ბოლო მეექვსედში ამდენი გოლი.

ბავარიელები თავიანთი ჯგუფის უპირობო ლიდერები არიან. მეორე ადგილზე 4 ქულით “ატლეტიკოა”, მესამე მოსკოვის “ლოკომოტივი” (2) და ბოლო ადგილს “ზალცბურგი” (1) იკავებს.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო