11 X 11
სპორტული პორტალი

ჯვაროსნებთან ჩრდილოეთ მაკედონიას ორი მცველი დააკლდება?

0

მოსკოვში ცსკა-სთან ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩის შემდეგ ზაგრების “დინამოს” ცხრა ფეხბურთელს და მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული გუნდის მცველს, არიან ადემის კორონავირუსი დაუდგინდათ. დაინფიცირებულია აგრეთვე მწვრთნელი ზორან მამიჩი. ისინი კარანტინში იმყოფებიან. ამის თაობაზე ინფორმაციას ხორვატიული Sportske Novosti-ი ავრცელებს.

კორონავირუსი აღმოაჩნდა “უიპეშტის” ჩრდილოეთმაკედონიელ მცველს, კირე რისტევსკის და 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში მისი თამაშიც საეჭვოა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო