11 X 11
სპორტული პორტალი

დორტმუნდი ჰოლანდს არ გაყიდის

0

“დორტმუნდის” სპორტულმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ ტყუილი უწოდა გავრცელებულ ცნობას იმის შესახებ, თითქოს ნორვეგიელი თავდამსხმელის ერლინგ ჰოლანდის კონტრაქტის მიხედვით მომავალი წლიდან შესაძლებელია მის 75 მილიონ ევროდ ყიდვა.

“მსგავსი მუხლი ჰოლანდის კონტრაქტში არ არსებობს და საერთოდაც მისი გაყიდვა ჩვენს გეგმებში არ შედის, თანაც მისთვის გუნდის შეცვლა ჯერ ნაადრევია და უმჯობესია ამაში თავადა დარწმუნდეს,” – ბრძანა ასეთ საქმეებში ჭიპმოჭრილმა ვაცკემ.

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო