11 X 11
სპორტული პორტალი

რონალდო ენის გამო გააკრიტიკეს

0

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილმა მცველმა პასკუალე ბრუნომ “ბებერი ქალბატონის” პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკა.

“ის უპატივცემულოდ იქცევა. უკვე 2 წელზე მეტია რაც იტალიაში თამაშობს და ჩვენს ენაზე საუბარი ისევ არ ისწავლა. სალაპარაკოდ ესპანურს იყენებს.

ის არც თანაგუნდელებს და არც იტალიელებს სცემს პატივს,”- ციტირებს ბრუნოს Calciomercato.

კრიშტიანო “იუვენტუსში” მადრიდის “რეალიდან” 2018 წელს გადავიდა. ტრანსფერის ღირებულება 117 მილიონი ევრო იყო. მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო