11 X 11
სპორტული პორტალი

კლუბებს უფლება მიეცათ ფეხბურთელები ნაკრებში არ გაუშვან

0

ფიფას დაუმტკიცებია ახალი წესები ფეხბურთელების ნაკრებებში გამოძახების თაობაზე, რაც კორონაპანდემიით არის გამოწვეული. კერძოდ, კლუბს უფლება აქვს არ გაუშვას ფეხბურთელი ნაკრებში იმ შემთხვევაში, თუ ნაკრებში ჩასვლის ადგილზე ან იქიდან დაბრუნების შემდეგ დაწესებულია კარანტინი 5 დღეზე მეტი ხნით. ეს წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ შეზღუდული ავიარეისების გამო ფეხბურთელს დააგვიანდება ადგილზე ჩასვლა ან დროზე ვერ მოახერხებს კლუბში დაბრუნებას. მოკლედ, ეს ისეთი წესებია, რომ ვისაც უნდა ყურს იქიდან მოაბამს ქოთანს და არ არის გამორიცხული, ეროვნულ ფედერაციებსა და კლუბებს შორის დიდი დავები და სასამართლო გარჩევები წარმოიშვას.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო