11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანს და ბარსელონას ორ ხელმძღვანელს დასჯიან

0

ლა ლიგას სადისციპლინო კომიტეტი სწავლობს “ბარსელონას მთავარი მწვრთნელისა და ორი ფუნქციონერის გამონათქვამებსა და სოცქსელებში გამოქვეყნებულ სტატუსებს. მადიდის “რეალთან” მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ვარ-ის მუშაობა გააკრიტიკა, მიკვირს ეს სისტემა ესპანეთში ისე რატომ მუშაობს, რომ ყოველთვის “ბარსელონა” ზარალდებაო. მას მხარი კუჩო ერნანდესმაც აუბა და შეხვედრის მსაჯი ხუან მარტინეს მუნურუა მიკერძოებაში ღიად დადანაშაულა. რაც შეეხება ბლაუგრანას დირექტორს ხავი ვილახოანს, მან ტვიტერიდან მუნურუა სამ ასოზე გაუშვა. მართალია, შემდეგ ბოდიში მოიხადა, გავცხარდიო, მაგრამ გაფრენილ სიტყვას რაღას უშველიდა? ამ სამეულს ერთ ან რამდენიმემატჩიან დისკვალიფიკაციას ანაც 500-დან 3500 ევრომდე დააჯარიმებენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო