11 X 11
სპორტული პორტალი

პაპუნაშვილის თანაგუნდელის ღირსეული საქციელი – ესპანელები მადლობას უხდიან

0

გიორგი პაპუნაშვილის თანაგუნდელმა “სარაგოსაში”, კოლუმბიელმა ხუანხო ნარვაესმა მედიისა და საზოგადოების ყურადღება ღირსეული საქციელით უფრო მიიპყრო, ვიდრე ფეხბურთის თამაშით.

ხუანხო ესპანეთში 17 წლიდან თამაშობს – იყო რეალის დუბლებში, ძირითად გუნდს ვერ გაეკარა, ახლა კი სარაგოსაშია და ცდილობს გუნდს პრიმერაში დაბრუნება მოახერხებინოს.

თუმცა, ნარვაესი ხედავს თუ რა ხდება როგორც ესპანეთში, ისე მთელ მსოფლიოში, კორონავირუსის პანდემიის გამო ხალხი უმუშევარი რჩება და ბევრს საჭმელიც კი არ აქვს და როგორც ჩანს, მისთვის ადამიანების ბედი სულერთი არ არის.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ვიდეო ჩაწერა და თქვა:

“თუ ისეთ ვითარებაში აღმოჩნდით, რომ სამსახური დაკარგეთ და საჭმელადაც არაფერი გაქვთ, არ მოგერიდოთ პირად შეტყობინებაში მოწერა. მე ყოველთვის შემიძლია შემოგთავაზოთ მაკარონი, ბრინჯი, წვნიანი, რძე ან მსგავსი საკვები. ჭამის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ დაიძინოთ, განსაკუთრებით შვილები არ დააძინოთ უჭმელი.

მე ადამიანების დახმარებას ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობ. თუ თქვენ საკვები ან რამე გჭირდებათ, იცოდეთ, სოციალურ ქსელებში მუდმივად ხაზზე ვარ და თქვენს ყველა შეტყობინებას ვუპასუხებ. სამარცხვინო ამაში არაფერია.

ბევრ ადამიანს ვესაუბრე, ვისაც დახმარება სჭირდება. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტი ოჯახის დახმარებას შევძლებ.”

რაშფორდის საქციელი გაგახსენდათ ალბათ… თუმცა, ხუანხო მარკუსის კალიბრის ფეხბურთელი არაა, არც კოლუმბიისა და ესპანეთის მთავრობა გამოხმაურებია, არც ჯილდო გადაუციათ, ეგ კი არა, იურგენ კლოპიც კი არ ამაყობს მისით.

თუმცა, უბრალოდ ადამიანების, ესპანელების მხარდაჭერა კი ნადმვილად მიიღო და ხალხმა საქციელი მოუწონა.

სამაგალითო საქციელის პარალელურად არც ფეხბურთის თამაში დავიწყებია და სარაგოსას 92-ე და 94-ე წუთზე გატანილი გოლებით ჟირონასთან ქულა გადაურჩინა.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო