11 X 11
სპორტული პორტალი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ჩვენს დონეზე გადაიზარდა – აღიარებს რუსი მწვრთნელი

????????????????????????????????????
0

რუსეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ნიკოლაი ნერუშმა საქართველოს ეროვნული გუნდის “შემოდგომის ერთა თასზე” მონაწილეობაზე ისაუბრა.

“ქართველები მრავალი წელია ჩვენს დონეზე “იხარშებიან”, უკვე კარგა ხანია გადაიზარდნენ. ამან ბოლო ხანს მათზე უარყოფითად იმოქმედა. დონის ასამაღლებლად უძლიერეს მეტოქეებთან ასპარეზობაა საჭირო. საქართველოს ჩემპიონატის დონე ახლა არ იძლევა ისეთი ნაკრების ჩამოყალიბების საშუალებას, რომელიც ელიტის წარმომადგენლებს ტოლ-სწორად ეთამაშება. მათთან თამაშის გამოცდილებაა აუცილებელი. თვითონ “ლელოელების” “შემოდგომის” ერთა თასზე” მონაწილეობა დიდი საქმეა, ყვეყანაში რაგბის განვითარებისაკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

ქართველების ჯგუფურ ეტაპზე გამარჯვებას, ალბათ, არ უნდა ველოდოთ. ყოველ მატჩში კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტა მართებთ: არ დამარცხდნენ დიდი ანგარიშით, რაც შეიძლება მეტი ქულები მოაგროვონ, მოიგონ მოედანზე მიკროდუელები. ეს კარგი გამოცდილება იქნება. თუ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისთან, უელსთან და ირლანდიასთან მოახერხებენ, რომ შერკინებაში არ დაიჩაგრონ და მოწინააღმდეგეს დაცვაში ღრმა გარღვევების საშუალება არ მისცენ, ამის ხარჯზე კლასი ამაღლებას მიაღწევენ. სავარაუდოდ, ვინმეს ვერ მოუგებენ, თუმცა მაინც ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველო ასეთ კომპანიაში აღმოჩნდა”, – ციტირებს ნერუშს Rugger.info.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო